გურამ მაჭარაშვილი: რომან გოცირიძესა და “ნაცმოძრაობას” რომ ვუთხრათ, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, საპირისპიროს იტყვიან
“კვირასთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, რეგულაციები მოიხსნა, პანდემიასთან დაკავშირებული პროცესი კი მმართველმა გუნდმა თვითდინებაზე მიუშვა.
მაჭარაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტილებებსა და განცხადებებში არარაციონალურია.
“რომან გოცირიძე და “ნაციონალური მოძრაობა” ხან ისე ლაპარაკობს, ხან – ასე. ხან ამბობენ, რომ რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს, ხან – პირიქით. პარლამენტში რომ ვთქვათ, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ისინი აქაც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამენ. თავიანთ განცხადებებში, გადაწყვეტილებებში რაციონალურები არ არიან, რა თქმა უნდა, პროცესი თვითდინებაზე მიშვებული არ არის”, – განუცხადა “კვირას” მაჭარაშვილმა.