გურამ მაჭარაშვილი – “ჯარიმები ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა, პრემიერის ახალი ინიციატივა მისასალმებელია”

“კვირასთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან, დადებითად აფასებს.

მაჭარაშვილის თქმით, თვითმიზანი არა ჯარიმების გამოწერა, არამედ – მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო.

“ჯარიმები ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა, ამას თავიდანვე ვამბობდით. მას ჰქონდა პრევენციული ხასიათი. ახლა იმ ფონზე, როცა შემთხვევები არ არის მზარდი, ასევე, ველოდებით ვაქცინებს, ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა მისასალმებელია. ჩვენი მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

საკითხი ბიუროზე, ჯერჯერობით, არაა დარეგისტრირებული, თუმცა, მალე დავიწყებთ განხილვას”, – განუცხადა “კვირას” მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები