ირაკლი კობახიძე: 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის

“40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დამატებითი სიახლე, რაც დღეს კანონპროექტში აისახება.

„დღეს იყო არსებითი განხილვა, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაზეც გვქონდა სხვადასხვა მოსაზრება. მთლიანობაში, პროექტთან დაკავშირებით პიზიციები არის შეჯერებული. დღეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ოპოზიციას დავეთანხმეთ – 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე, რაც დღეს კანონპროექტში აისახება“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები