ხათუნა სამნიძე – გენდერულ კვოტირებაზე: ყველა პარტიას შეუძლია, თავისი საარჩევნო სიები ისე გააკეთოს, რომ ყოველი მეორე იყოს ქალი

“არ არის საჭირო, შეიცვალოს ქალების კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი, ყველა პარტიას შეუძლია, რომ თავისი საარჩევნო სიები გააკეთოს ისე, რომ ყოველი მეორე იყოს ქალი”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ხათუნა სამნიძე აცხადებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს.

“არ არის საჭირო, შეიცვალოს ქალების კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი და ყველა პარტიას შეუძლია,  თავისი საარჩევნო სიები გააკეთოს ისე, რომ ყოველი მეორე იყოს ქალი, ამის პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. პარტია, რომელიც ამბობს, რომ ამის პრობლემა არის, ამ საკითხს ხელოვნურად წარმოაჩენს ისე, თითქოს, პრობლემა იყოს აქტიური ქალების საჯარო პოლიტიკაში ყოფნა ადგილობრივ დონეზე”,- აცხადებს სამნიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები