კოკა მორგოშია – ლევან ვასაძეზე: მოწამლული იყო და ქვეყნიდან რამდენიმე დღით წასვლას აპირებდა

“მოწამლული რომ იყო, ეგ ვიცი”, – ამის შესახებ “ერთობა, რაობა, იმედის” წევრი, კოკა მორგოშია პარტიის ლიდერთან, ლევან ვასაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას აცხადებს.

მორგოშიას ინფორმაციით, ვასაძე რამდენიმე დღით ქვეყნიდან წასვლას გეგმავდა.

“მოწამლული რომ იყო, ეგ ვიცი და რომ აპირებდა ქვეყნიდან წასვლას რამდენიმე დღით გამოკვლევებზე. უნდა გაერკვნენ ექიმები. თვითონაც არ იცოდა”, – თქვა კოკა მორგოშიამ.

“კვირასთან” საუბრისას ლევან ვასაძის სავარაუდო მოწამვლისა და თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურში უარყვეს.

პარტიის ინფორმაციით, ისინი ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები