ხატია დეკანოიძე: გახარია საერთოდ მოსკოვში იყო, როდესაც მიშა The Mayflower Hotel-ში ცხოვრობდა
“გახარია საერთოდ მოსკოვში იყო, როდესაც მიშა The Mayflower Hotel-ში ცხოვრობდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ რაღაცნაირად ჩამოშლა, გაყოფა თვითონვე აშინებს და „რაღაცას ცდილობენ“.
„ეს არის სასტუმრო, სადაც მიშა ძალიან ხშირად ჩერდება. გახარია საერთოდ არ იყო და მოსკოვში ცხოვრობდა, როდესაც მიშა The Mayflower Hotel-ში ცხოვრობდა. ეს თემა არასერიოზულად მიმაჩნია. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ რაღაცნაირად ჩამოშლა, გაყოფა ფრთებად თვითონვე აშინებთ და რაღაცას ცდილობენ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ The Mayflower Hotel ცნობილი სასტუმროა, რომელიც ცენტრშია და მიშა ძალიან ხშირად და მრავალი წელია, ჩერდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ, “კურიერის” ინფორმაციით, გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ.