ბექა ოდიშარია: “პრაიდის” მონაწილეების ზიარებას რომ არ მოინდომებს სამღვდელო პირი, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია სხალთელი მეუფის, სპირიდონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თავის ეპარქიაში მღვდლებს ლგბტქ შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა.
“ერთი მღვდელმთავრის განცხადება არ ნიშნავს ეკლესიის დამოკიდებულებას. რაც შეეხება ,,პრაიდის,, მონაწილეების ზიარებას მაინცდამაინც რომ არ მოინდომებს სამღვდელო პირი, ამაში მე გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. არც იმის მომხრე ვარ, ცეცხლითა და მახვილით ამოვშანთოთ ეს ადამიანები”, – აღნიშნა ოდიშარიამ.