გიორგი ვაშაძე: ყველა ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის, ეს არის ჩვენ მიერ მიღწეული შარლ მიშელის დოკუმენტით და „ქართული ოცნება“ იძულებულია, ეს ცვლილებები კანონმდებლობაში შეიტანოს

“ყველა ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის, ეს არის ჩვენ მიერ მიღწეული შარლ მიშელის დოკუმენტით და „ქართული ოცნება“ იძულებულია, ეს ცვლილებები კანონმდებლობაში შეიტანოს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართულ ოცნებას” ამ ცვლილებების მიღება არ უნდა, მაგრამ იძულებულია.

„ბოლო სამუშაო შეხვედრაა დღეს. ზუსტად ვერ გეტყვით, რაზე ვთანხმდებით ან ვერ ვთანხმდებით. საკითხების 90 პროცენტი შეთანხმებულია, რაზეც ვერ შევთანხმდებით, საჯაროდ ვიტყვით და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ყველა ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის, ეს არის ჩვენ მიერ მიღწეული შარლ მიშელის დოკუმენტით და „ქართული ოცნება“ იძულებულია, ეს ცვლილებები კანონმდებლობაში შეიტანოს. არავის ეგონოს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ამ ცვლილებების მიღება. ბედნიერი იქნება, თუ ცვლილებებს საერთოდ არ მიიღებს და გაყალბების იმ მექანიზმებს შეინარჩუნებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები