„ოთხი კაცის ამბავი“- ლექცია და წიგნის წარდგენა

 24 ივნისს, 19:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში „ოთხი კაცის ამბავი“ (ლექცია) და წიგნის – „ნაფიქრალის“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გია მურღულია გააცნობს მსმენელს წიგნში გადმოცემულ საკუთარ ნაფიქრალს, ასევე აუდიტორიას ექნება კითხვების დასმის შესაძლებლობა.
„ნაფიქრალი“აზროვნების აკადემიის გამომცემლობის პირველი წიგნია, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის 11 საინტერესო ადამიანის შინაგან მონოლოგს: ზურაბ კიკნაძის,  რეზო კორინთელის,
ანდრო დგებუაძის,  დეკანოზ თეოდორე გიგნაძის, გურამ მეგრელიშვილის,  ნატო ინგოროყვას, გიორგი კეკელიძის,  გია მურღულიას, გაგა ნიჟარაძის,  ლელა ფირალიშვილსი,  ზაზა ფირალიშვილის.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია,
რეგისტრაციის ბმული: https://cutt.ly/VnN8Sqv
მისამართი: თ. იოსებიძის 57.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები