გურამ მაჭარაშვილი: მგონი, „ლელომ“ მართლა დაიჯერა, რომ პარლამენტში შესვლა ნიშნავდა „ქართულ ოცნებაში“ შესვლას, ისე იმუქრება პარლამენტიდან გასვლაზე

„ლელო“ პარლამენტიდან თუ გავა, ქუჩაში ის ამომრჩეველი დახვდება, რომელმაც აიძულა, რომ პარლამენტში შესულიყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება და პარტნიორები ამას თავად შეაფასებენ.

„მგონი, „ლელომ“ მართლა დაიჯერა, რომ პარლამენტში შესვლა ნიშნავდა „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. ისე იმუქრება პარლამენტიდან გასვლაზე, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს. ჩვენს პარტნიორებს მოუწიათ რესურსის დახარჯვა იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის აეხსნათ, რას ნიშნავდა პარლამენტი. გამომდინარე აქედან, ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მიმართ გასაკეთებელი განცხადება ნამდვილად არ არის. პარლამენტი არის ქართული საზოგადოების მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ერთობა, გამომდინარე აქედან „ლელო“ პარლამენტიდან თუ გავა, ქუჩაში ის ამომრჩეველი დახვდება, რომელმაც აიძულა, რომ პარლამენტში შესულიყო. ეს მათი გადასაწყვეტია, საზოგადოება და პარტნიორები ამას თავად შეაფასებენ. არ მგონია, ეს სერიოზული განცხადება იყოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები