„საქართველოს პირველი რესპუბლიკა – 1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“ – ლიტერატურული ფესტივალი

24-27 ივნისს მწერალთა სახლი, ბერლინის ლიტერატურის სახლთან Lettrétage თანამშრომლობითა და UNESCO-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ Tbilisi – World Book Capital ხელშეწყობით, ატარებს გერმანულენოვანი ქვეყნებისთვის ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალს – „საქართველოს პირველი რესპუბლიკა – 1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“.
ონლაინფესტივალის ფარგლებში გერმანულენოვანი მკითხველისთვის 4 დღის მანძილზე 20 ღონისძიება გაიმართება, რომელთა მონაწილეებიც არიან: აკა მორჩილაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, აბო იაშაღაშვილი, სალომე ბენიძე, ნაირა გელაშვილი, ასევე გერმანიაში მოღვაწე მსახიობი მერაბ ნინიძე და ჰამბურგში მცხოვრები მუსიკოსი გიორგი კიკნაძე.
ქართველ მონაწილეებს მოდერაციას გაუწევენ წამყვანი გერმანული მედია-გამოცემების ჟურნალისტები და ლიტ. კრიტიკოსები – ტილმან შპრეკელსენი (FAZ), დორის აკრაპი (taz), კორნელია ცეჩე (Beyerischer Rundfunk) და ა.შ. პროგრამის სპეციალური სტუმარია ცნობილი და აღიარებული გერმანელი მსახიობი – ულრიხ ნოეთენი.
ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება Lettrétage-ის ონლაინპლატფორმებზე.
დეტალური ინფორმაცია ბმულზე: http://writershouse.ge/new/index.php?m=249

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები