შალვა პაპუაშვილი: „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები უკვე შეთანხმებულია

„დღეს, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენა იქნება და „საარჩევნო კოდექსის“ ძირითადი ტექსტი შეთანხმდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები უკვე შეთანხმებულია.

„დღეს, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენა იქნება და „საარჩევნო კოდექსის“ ძირითადი ტექსტი შეთანხმდება. ეს იყო რამდენიმეთვიანი პროცესი, რომელიც დაიწყო პარტია „მოქალაქეებთან” ერთად და რეფორმის 95 პროცენტი არის სწორედ იმ მემორანდუმის საფუძველზე შედგენილი. კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვამ გვაჩვენა, რომ პრინციპული საკითხები არ არსებობს, რომელიც უკვე არ შეთანხმდა. რა თქმა უნდა, დარჩება საკითხები, რომლებიც ვერ შეთანხმდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პარტიების ერთობლივი შრომის შედეგი, მთავარია, რომ მის არსსა და პრინციპებში ვთანხმდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები