ყაზახური ავიაკომპანია FlyArystan ქუთაისისა და ყაზახეთის ორი ქალაქის, აქტაუს და ნურ-სულთანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობას ზრდის

ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan ქუთაისისა და ყაზახეთის ორი ქალაქის, აქტაუს და ნურ-სულთანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

,,20 ივნისიდან ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ქუთაისიდან ნურ-სულთანის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.

5 ივლისიდან სიხშირეების რაოდენობა ქუთაისიდან აქტაუს მიმართულებითაც გაიზრდება და კვირაში სამჯერ შესრულდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე: https://flyarystan.com/en,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები