კელი დეგნანი: მკაფიოდ მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ისე – ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით

“ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას – როგორც მმართველ, ისე – ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება.

“გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში ვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სწორედ ამიტომ, კმაყოფილება გამოვთქვით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული.
ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ, ისე – ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით.
მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები