რა საკითხებზე ისაუბრებს ომბუდსმენი ანგარიშის წარდგენისას – სახალხო დამცველის განმარტება
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უკვე პარლამენტშია.
ლომჯარიამ ანგარიშის წარდგენამდე მედიასთან ის საკითხები მიმოიხილა, რომლებზეც ყურადღებას მოხსენების დროს გაამახვილებს.
“საპარლამენტო მოხსენებას დავიწყებ ბავშვთა უფლებების საკითხზე საუბრით. ვისაუბრებთ სიღარიბეზე, როგორც ბავშვთა ოჯახებიდან გამოყვანის საფუძველზე, ვისაუბრებთ დიდი ზომის ინსტიტუციებზე, ვისაუბრებთ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისები. სიცოცხლის უფლების ჭრილში განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს გამახვილებული პენიტენციურ სისტემასა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.