დავით კირკიტაძე: რამდენად რელევანტური იქნება, რომ ახლა შევუერთდეთ მიშელის უკვე დარღვეულ დოკუმენტს?

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა არარელევანტური იქნება, ვინაიდან შარლ მიშელის დოკუმენტი უკვე დაირღვა.

„რამდენად რელევანტური იქნება, რომ ახლა შეუერთდეს „ნაცმოძრაობა“ უკვე დარღვეულ დოკუმენტს? სენატორები მოგვიწოდებენ და პირველ რიგში მათ უნდა იცოდნენ მიზეზები იმისა, თუ რა არ გვაძლევს ხელმოწერის საშუალებას“, – აცხადებს კირკიტაძე.

აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები