ვოლოდიმირ ზელენსკი: განვიხილეთ ენერგოუსაფრთხოების საკითხი, შევთანხმდით, რომ ეს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტი იქნება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქვეყნებს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობის მოპოვების საერთო მიზანი აქვთ.
„სალომე ზურაბიშვილთან უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწაფებებზე ვიმსჯელებთ. ჩვენს ქვეყნებს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობის მოპოვების საერთო მიზანი აქვთ. ასევე, განვიხილეთ ენერგოუსაფრთხოების საკითხი. შევთანხმდით, რომ ეს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტი იქნება“, – წერს ზელენსკი.