ლევან ბეჟაშვილი: თუ “ქართული ოცნება” მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ენმ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამოვა ინიციატივით, რომ კვლავ გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში
“უნდა შეჩერდეს იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ” ქართული ოცნება” მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ენმ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ბოიკოტის რეჟიმის ინიციატივით გამოვა.
“უნდა შეჩერდეს იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურა. თუ “ქართული ოცნება” ამ პროცესს დაიწყებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამოვა ინიციატივით, რომ კვლავ გადავიდეთ საპარალამენტო ბოიკოტის რეჟიმში და ეს პარლამენტი აღმოჩნდეს ისევ “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტი”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.