ზელენსკი: უკრაინასა და საქართველოს ერთობლივი ევროპული მისწრაფებები აქვთ – მწამს, მეგობრული ურთიერთობები ტრადიციულად გაგრძელდება

“მწამს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც ტრადიციულად გაგრძელდება, განვითარდება საქართველოსა და უკრაინის ინტერესებში, ასევე, გაერთიანებული ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოების ინტერესებში”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ერთობლივი ევროპული მისწრაფებები გვაქვს. უკრაინამ და საქართველომ უნდა იზრუნონ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. მოლაპარაკებების დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება საკვანძო მიმართულება შემდგომი ურთიერთობების. მწამს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც ტრადიციულად გაგრძელდება, განვითარდება საქართველოსა და უკრაინის ინტერესებში, ასევე, გაერთიანებული ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოების ინტერესებში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მოლაპარაკებისა და ამ ვიზიტისთვის. მოხარული ვარ უკრაინაში თქვენი ხილვით. ნამდვილად ბოლო 15 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია უკრაინაში. ყოველთვის მოხარულნი ვართ, გიხილოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები