ცნობილი ენათმეცნიერი, გუჩა კვარაცხელია გარდაიცვალა

ცნობილი ენათმეცნიერი, გუჩა კვარაცხელია გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი ავრცელებს ინფორმაციას.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო. უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთ გამორჩეულ კურსდამთავრებულსა და ცნობილ ენათმეცნიერს ემშვიდობება.
გუჩა კვარაცხელია იყო სამაგალითო ადამიანი. ფასდაუდებელია მის მოღვაწეობა ქართულ მეცნიერებაში – მშობლიური ენის სწავლისა და სწავლების, ზოგადად თანამედროვე ქართული ენის განვითარების საქმეში. არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი შექმნა მომავალი თაობისთვის.
განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ქალბატონი გუჩას მოღვაწეობა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ასევე, დასაფასებელია მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბევრი სტუდენტი აგრძელებს მის გაკვალულ გზაზე წარმატებით სიარულს“, – აღნიშნულია გამოსათხოვარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები