მამუკა ხაზარაძე: თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო

“თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო”, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ესაა ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა.

“მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ აპირებს მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას, ესაა უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. მე ვგულისხმობ შარლ მიშელის დოკუმენტს. ესაა ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა და მინდა გავაჟღერო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა და თუ „ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს… მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო“, – განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები