ვახტანგ გომელაური – აჭარაში გენინსპექციის ახალ უფროსზე: მე ვარ ხელმძღვანელი, მე ვნიშნავ და პასუხისმგებელი ვარ ამ ადამიანებზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, თუ რატომ დაინიშნა ბათუმში გენინსპექციის უფროსად ემზარ ბოლქვაძე, რომელიც წარსულში კორუფციული ნიშნით იყო გათავისუფლებული, ვახტანგ გომელაურმა განმარტა, რომ ემზარ ბოლქვაძე არის ძალიან გამოცდილი და კარგი ადამიანი.

“ეს ადამიანი, ვისზეც არის საუბარი, ძალიან გამოცდილი და კარგი ადამიანია. მე ვერ დავეთანხმები, რომ ის იყო კორუფციული ნიშნით გათავისუფლებული. ეს, რა თქმა უნდა, მათი აზრია. გუშინ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა ბატონმა არჩილ თალაკვაძემ. მათ რომ ჰკითხო, ვინც კარგია და კარგად მუშაობს, ყველა უნდა გავუშვათ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ და ვინ უნდა მოვიყვანოთ? არ ვიცი. მე ვარ ხელმძღვანელი, მე ვნიშნავ და პასუხისმგებელი ვარ ამ ადამიანებზე. გეუბნებით, ისინი არანაირ კორუფციაში მონაწილეობას არ იღებდნენ. ძველი, გამოცდილი თანამშრომელია, დიდი ხანია მუშაობს, დიდ პატივს ვცემ მას და დიდი პატივია, რომ ჩვენთან მუშაობს და ჩვენს რიგებშია. გამოცდილება და მისი წესიერებაა მნიშნელოვანი. ის გუშინ არ დანიშნულა, ადრეც იყო და ახლაც გააგრძელა მუშაობა”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები