„მთელი მაჩაბლის თეატრის სახელით, სიყვარულით ვულოცავთ“ – ზაზა თედიაშვილის დაბადების დღე

23 ივნისი ივანე მაჩაბელის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის ზაზა თედიაშვილის დაბადების დღეა.
თეატრი ულოცავს მას დაბადებიდან 60, ხოლო თეატრის მმართველობიდან – 30 წელს.
„ეს ის 30 წელია, რაც თეატრი დევნილობაში იმყოფება და ბატონი ზაზა, სწორედ ის ადამიანია, რომელმაც, საკუთარ სამშობლოში დევნილად გადმოსახლებული მაჩაბლის თეატრი, უკიდურესად მძიმე დროს ჩაიბარა. შეუნარჩუნა მშობლიურ კუთხეს ერთადერთი კულტურული კერა და დღემდე თავდაუზოგავად და ღირსეულად უდგას მას მმართველობის სათავეში.
ბატონი ზაზასთვის თეატრი იგივე ოჯახია, რომელსაც სიყვარულით უვლის და უფრთხილდება . ის განურჩევლად ზრუნავს, ამ ოჯახის თითოეულ წევრზე და ყოველთვის მხარში უდგას ყველა თანამშრომელს ჭირსა თუ ლხინში. ვინც ბატონ ზაზას იცნობს, ყველა დაგვეთანხმება, რომ ის, ასევე, იშვიათი პიროვნული თვისებების მატარებელი ადამიანია. პირველ რიგში, უზომოდ დიდი ქომაგი და პატრიოტი საკუთარი ქვეყნის. ერთგული, სამართლიანი, პატიოსანი, დიდი იუმორის მქონე, საოცრად მეგობრული და მოსიყვარულე.
მთელი მაჩაბლის თეატრის სახელით, სიყვარულით ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს!ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, რომ კიდევ მრავალი წელი ერთგულად ემსახუროს მშობლიურ თეატრს.
გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით.
სიყვარულით, თქვენი მაჩაბლის თეატრი“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები