საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, “ასოცირებული ტრიოს” ფორმატში, ბრიუსელში პირველ ერთობლივ ვიზიტს 24 ივნისს გნახორციელებენ.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მოლაპარაკებების ძირითადი თემები იქნება სამი ქვეყნის ევროინტეგრაცია, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი ლიბერალიზაციის შესაძლებლობა, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის ახალი პერსპექტიული სფეროები.
გარდა ამისა, მხარეები კოორდინაციას გაუწევენ რეგიონში უსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებულ პოზიციებს და გაცვლიან მოსაზრებებს დეკემბერში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისთვის მზადების შესახებ.
”უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დიპლომატიის ხელმძღვანელები ევროკავშირს წარუდგენენ “ასოცირებული ტრიოს” სამმხრივი ფორმატის შემდგომი განვითარების ერთობლივ სტრატეგიულ ხედვას”, – განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.