„ჯერარაგებული ნანგრევები – სოლიდარობის გეგმა“ – კატარინა შტადლერის გამოფენა გაიხსნება

26 ივნისს, 15:00 საათზე, „უსახელო გალერეა თბილისში“ კატარინა შტადლერის სოლოგამოფენა:  „ჯერარაგებული ნანგრევები – სოლიდარობის გეგმა” გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ვიზუალური და ხმის ინსტალაციები.
პროექტი, თავდაპირველი სახით მომზადებული იყო პროგრამისთვის „ახალი ლექსიკონი ძველი იდეებისთვის”, თუმცა ის სპეციალურად ჩვენი გამოფენისთვის ქართული კონტექსტისთვის ოდნავ ტრანსფორმირდა.

https://katharinastadler.com/

კატარინა ვენაში დაბადებული კონცეპტუალური ხელოვანი და მწერალია. 2010 წლიდან ის ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში.
კატარინა შტადლერის ნამუშევრები დაფუძნებულია პროცესზე, სადისციპლინათშორისო და განსხვავებულ მედიუმებზე, რომელიც იკვლევს განსაკუთრებით ახალი კოლონიალიზმის და იმპერიალიზმის იდეოლოგიას და პოლიტიკას.
ის ასევე ეხება კითხვებს სოციალურ მექანიზმებსა თუ სხვა გადამწყვეტ ფაქტორებზე ქვეცნობიერის ლიმიტების შესახებ.
„ჩვენს თანამედროვე წარმოსახვის შემდგომ დილემაში, რომელსაც სოციალური შური და ნაციონალისტური ტენდენციები ახასიათებს, ჩნდება შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება დაუსრულებელი უთანასწორობის სისტემიდან გამომდინარე, სოლიდარობაზე დაყრდნობით ვიფიქროთ როგორც აწმყოზე, ასევე მომავალზეც. ამ შეკითხვაზე ვმუშაობდი ცენტრალური ევროპის მე-20 საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურულ ნაწარმოებებზე დაყრდნობით.
ოდესღაც, ამ ტექსტებში მომავალი – როგორც უტოპია ან დისტოპია – წარმოიდგინეს. მომავალი, რომელიც დღეს შორეულ წარსულს ეკუთვნის.
ეს წარსული, მომავალი დროის მოსაზრება, წარმოსახულია როგორც ჩვენი მომავლის წარსული. შესაბამისად, მომავლის შესაძლო ნანგრევების შესწავლით, ხმოვანი ინსტალაცია ჯერარაგებული ნანგრევები – სოლიდარობის გეგმა, ცდილობს გამოაჩინოს სტრუქტურები, რომელთაც წარსულშიც და მომავლის წარსულშიც, შეუძლიათ მიგვიყვანონ, და მივყავართ კიდეც, სოლიდარობის ქმედებებისა და სოციალური ერთიანობის ბარიერებამდე”.
(თარგმნა: დათა ჭიღოლაშვილმა)

გამოფენა გაგრძელდება 26 ივნისიდან 21 ივლისის ჩათვლით.
მის: ისანი იუნკერების 1/12.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები