გიგი წერეთელი: მეხუთე პუნქტში საუბარი იყო არა ომის დაწყებაზე, არამედ იმაზე, რომ ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ესკალაციის ახალი ეტაპი

რეზოლუციის მეხუთე პუნქტში საუბარი არ იყო ომის დაწყებაზე. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ესკალაციის ახალი ეტაპი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა.

„იქ არ იყო არაფერი ნათქვამი ომის დაწყებაზე, მაგრამ ეს განცხადებები მოღალატეობრივ და ქვეყნის დამანგრეველ პოზიციაზე, არის არასწორი. ამ დოკუმენტში, მიუხედავად ამ არასასურველი ჩანაწერისა, ძალიან ბევრი სხვა რამ არის, რომელმაც საქართველოს შემდგომი მხარდაჭერაც განაპირობა.

ძალიან სერიოზული ფაქტორია ის, რომ რუსეთი გავიდა დარბაზიდან და არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. ტალიავინის კომისიის დასკვნაში ამ მეხუთე პუნქტთან ერთად გადავიდა ყველაზე მთავარი პუნქტები, როგორიცაა ეთნოწმენდა, ოკუპაცია, რუსეთისადმი მოთხოვნები ჯარის გაყვანაზე“, – განაცხადა გიგი წერეთელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის შემდეგ მხარი დაუჭირა. დღეს განხილვის თემა კიდევ ერთხელ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები