ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: გორში გაქცევის მცდელობისას წაიქცა და ფორთხავდა

ლევან ნიკოლეიშვილმა 2008 წლის ომის დროს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით გორში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიშა “გორში გაქცევის მცდელობისას წაიქცა და ფორთხავდა”.

„რეალურად ფორთხავდა უმაღლესი მთავარსარდალი. სამარცხვინო სურათი იყო. მე პირადად, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ვისურვებდი, რომ ეს კადრი არა თუ არ მენახა, არ არსებობდეს.

ვინაიდან ეს ადამიანი იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც გორში გაქცევის მცდელობისას წაიქცა და ფორთხავდა. მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (ბერნარ) კუშნერი“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა „იმედის ფაქტორში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები