რატომ გაიტანეს ქვეყნიდან უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება აკრძალული რაკეტა ყოველგვარი დოკუმენტის გაფორმების გარეშე – თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას

ერთ-ერთ ანგარში აღმოვაჩინეთ თბილისის ტერიტორიაზე ჩამოგდებული „ისკანდერი​ს“ პირველი ნამსხვრევი და შემდეგ ამ ნამსხვრევმა გაგვიყვანა თავად გატანილი „ისკანდერი​ს“ ნაწილებამდე, – ასე გამოეხმაურა კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დღეს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს.

კასეტა ისკანდერის ნამსხვრევებს ოფიციალური ინფორმაციით ქართული მხარე 2018 წლამდე სტრასბურგში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, წარსადგენად ეძებდა. დღეს “ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ნამსხვრევები მათ 2008 წელს ამერიკაში ექსპერტიზაზე გააგზავნეს.

„ჩვენ ვნახეთ რომ ეს „ისკანდერი​“ გატანილი იყო სხვა ქვეყანაში და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით მათთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების წყალობით, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩაერთო, „ისკანდერი​“ საქართველოში დავაბრუნეთ და ამით ნარატივი იმის შესახებ, რომ თითქოს ქართული მხარე ტყუის და გორში ისკანდერი არ ჩამოვარდნილა.

წინა მოწვევის პარლამენტში ჩემი მოსმენისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერავითარი პასუხი ვერ გამცა, რატომ გაიტანეს „ისკანდერი​“ ისე, რომ მიღება-ჩაბარების აქტიც არ გაფორმებულა. რატომ გაიტანეს ეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება ქვეყნიდან ყოველგვარი დოკუმენტის გაფორმების გარეშე. თავის მართლების ძალიან სასაცილო მცდელობაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს „ისკანდერი​ს“ გავიდა ექსპერტიზისთვის. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ამ მტკიცებულების საქართველოში დაბრუნების დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „ისკანდერი​“ უბრალოდ იქნა გატანილი ქვეყნიდან 2008 წლის აგვისტოში და ამით ქვეყანას ძალიან გაურთულდა სტრასბურგში თავის დაცვა, მე ვარ ამის მომსწრე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები