მარიამ ლაშხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, მარიამ ლაშხი ასამბლეის საზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ასამბლეის სხდომაზე, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, კოვიდ 19-ის შედეგად გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შესახებ იმსჯელეს.

მარიამ ლაშხმა, საქართველოს სახელით, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც კოვიდ პასპორტებსა და სერტიფიკატებს ეხებოდა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

„დანერგილია ვაქცინაციის დოკუმენტი უნიკალური ბარ კოდით, ამასთან შექმნილია ანდროიდის აპლიკაცია რომელიც სულ მალე დაინერგება და ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ ელექტრონულად ჰქონდეთ ინდივიდუალური ვაქცინაციის დოკუმენტაცია”,- აღნიშნა დეპუტატმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა მონაცემების უსაფრთხოების საკითხს და ამ მიმართულებით, ჩართულ მხარეებს, მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები