დავით სერგეენკო PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სერგეენკო PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად 2 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 57-ე სესია ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

პლენარული სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტის როლი ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“.

დავით სერგეენკომ გენერალური ასამბლეის დელეგატებს საქართველოდან ონლაინპლატფორმის საშუალებით სიტყვით მიმართა და ჩვენს ქვეყანაში ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო წლებში ზემოაღნიშნულ გამოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადაიდგა.

ამ საკითხზე ასამბლეამ შესაბამისი მოხსენებები და რეკომენდაციები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები