ხატია დეკანოიძე: ძვირფასო უმრავლესობის წარმომადგენელებო, 20 ივნისს მოხდა ის, რაც რეალურად წარმოადგენს თქვენი მმართველობის სიმბოლოს

“ძვირფასო უმრავლესობის წარმომადგენელებო, 20 ივნისს მოხდა ის, რაც რეალურად წარმოადგენს თქვენი მმართველობის სიმბოლო,” – ამასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„აქ, პარლამენტის ამ დარბაზში, ამ ტრიბუნასთან, სადაც ნამდვილად არის ის სული, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის სული და სიმბოლო, იჯდა რუსი ოკუპანტი და ხასიათით, სიმბოლოთი ბატონი გავრილოვი წარმოადგენდა ზუსტად იმას, ვინც არ უნდა შემოსულიყო საქართველოს საზღვარზე ვერასდროს, არასდროს და ამის საშუალებას იძლეოდა საქართველოს კანონმდებლობა.
თქვენ, ყველა ერთად, როდესაც შემგუებლობაზე საუბრობთ, შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს საზღვარზე შემოუშვით ოკუპანტი, რომელიც აქ რუსულ ენაზე მოგმართავდათ და ამაზე საერთოდ პროტესტი არ გამოგიხატიათ. 20 ივნისს მოხდა ის, რაც რეალურად წარმოადგენდა თქვენი მმართველობის სიმბოლოს ძვირფასო უმრავლესობის წარმომადგენლებო”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები