თეონა აქუბარდია: მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მოგმართავთ თხოვნით, ერთად დავუპირისპირდეთ რუსულ აგრესიას

„მიხარია, რომ 9 წლის თავზე ვაპირებთ დეოკუპაციის სტრატეგიის განახლებას. მზად ვარ, ჩავერთო ნებისმიერი კომისიის მუშაობაში.

მინდა, თხოვნით მოგმართოთ, გავერთიანდეთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე, დავგმოთ რუსეთის მხრიდან ანექსიის უშუალო ფაქტი.
მოგმართავთ თხოვნით, რომ ავსახოთ ის რეალობა, რომელსაც რუსეთი აკეთებს და დავუპირისპირდეთ რუსულ აგრესიას ერთად, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა”, – ამის შესახებ ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” წევრმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობისკენ ყველას საერთო ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული.
„ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის, რომ ისე ვართ დაყოფილები,  მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესზე, მათ შორის, დეოკუპაციაზეც ვერ ვთანხმდებით. ეს არის დასაწყისამდე საქართველოს უბედურება. ჩვენ შეიძლება, ბევრ რაღაცაზე გვქონდეს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ უნდა ვთანხმდებოდეთ იმაზე, რომ რუსული ოკუპაცია არის საერთო გამოწვევა”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები