ირაკლი ზარქუა: პენსიონერებს სესხზე რომ მაღალი პროცენტი აქვთ, არახალია, პირველივე დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა

“ის, რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ, არახალია. პირველი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები – ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, “ლიბერთი ბანკის” წარმომადგენლობა”, – აღნიშნული განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„გარკვეული ძვრები გვაქვს. ამ კვირაში ველოდებით, რომ მოვიდეს „ლიბერთი ბანკი“ და გვითხრას, თუ რა შეუძლია, მოქმედ ხელშეკრულებაში გააკეთოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები