„დავითიდან დავითამდე: პოლიტიკა და ხელოვნება“ – ირინე გივიაშვილის ლექცია

25 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრისა და მაქს პლანკის ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული მეცნიერი ირინე გივიაშვილი გამართავს ონლაინლექციას – „დავითიდან დავითამდე: პოლიტიკა და ხელოვნება“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია ეხმაურება ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სერიას და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
მოსმენა შესაძლებელი იქნება ZOOM-ის პლატფორმაზე. დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: https://bit.ly/3wXhMbH

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები