საერთაშორისო ჟურნალ Hali Publications-ის ვირტუალურ გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი თუშური ფარდაგები

23-27 ივნისს საერთაშორისო ჟურნალ Hali Publications-ის ვირტუალურ გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი თუშური ფარდაგები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ონლაინგამოფენის ფარგლებში, 24-26 ივნისს, გაიმართება შეხვედრები, ლექციები და ინტერვიუები სფეროს სპეციალისტებთან, მათ შორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროს კურატორ ირინა კოშორიძესთან, რომელიც ისაუბრებს თუშურ ფარდაგებზე.
ონლაინღონისძიებების სერია მიზნად ისახავს ხალიჩებისა და ქსოვილების პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები