„ბრიტანეთი და საქართველო“ – სასკოლო კონკურსის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და აფხაზეთის სულიერების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში სასკოლო კონკურს „ბრიტანეთი და საქართველოს“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა, ბესიკ სილაგაძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და აფხაზეთის სულიერების ცენტრს შორის.
გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს გააცნო პროექტი, რომელიც მოიცავს კონკურსების ციკლს: „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ და „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“. კონკურსები ხორციელდება ფართო საზოგადოებაში ქართველოლოგიის პოპულარიზაციისა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვიკიპედიის საერთაშორისო პლატფორმის (ვიკიპედია) საშუალებით.
ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა, ნესტან ბაგაურმა წარადგინა და დააჯილდოვა კონკურს „ბრიტანეთი და საქართველოს“ გამარჯვებული გუნდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები