ლევან იოსელიანი: საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები პოზიტიურადაა შეფასებული
საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები პოზიტიურადაა შეფასებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არის შენიშვნები, რომელიც ეხება იმ საკითხებს, რომელიც მხარეებს შორის პრინციპული შეუთანხმებლობის საგანი არ ყოფილა.
„საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული ცვლილებები, არის შენიშვნები, რომელიც ეხება იმ საკითხებს, რომელიც მხარეებს შორის პრინციპული შეუთანხმებლობის საგანი არ ყოფილა. ანუ, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსს უნდა ეფუძნებოდეს და თუ ეს კონსესუსი იქნება, მაშინ მათთვის მისაღები იქნება ცვლილება. მიმაჩნია, რომ ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრის გამოწვევა არ უნდა იყოს მარტივი, როგორც დღეს არის კანონმდებლობაში, თუმცა ჩემს კოლეგებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ვენეციის კომისიაც ამბობს, რომ ადამიანი, ვინც კომისიაშია, მისი ერთი ფურცლით უკან გამოწვევა არ არის ის სტანდარტი, რომელსაც მიესალმებიან, რადგან მისი უფლება უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.