თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

24 – 27 ივნისს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მსურველი ფესტივალის ფარგლებში bookshop-ის უკლებლივ ყველა ჟანრის წიგნსა, თუ აქსესუარს 30% – იანი ფასდაკლებით შეიძენს.
„და რაც მთავარია, თუკი მოსვლას ვერ ახერხებ, შემოგვიერთდი ონლაინ, შეგვიკვეთე შენთვის სასურველი წიგნი და მეორე დღესვე მოგიტანთ.
გელოდებით და საილუსტრაციოდ გთავაზობთ ონლაინკატალოგს: https://bit.ly/3pVJp27
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას. წინ ძალიან საინტერესო, სიურპრიზებით აღსავსე 4 დღე გველის, შემოგვიერთდით“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები