„იქ, სადაც“ – გიორგი გაწერელიას პერსონალური გამოფენა
გალერეა „ვანდა“ გიორგი გაწერელიას პერსონალურ გამოფენას – „იქ, სადაც“… უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა გაიხსნება 22 ივნისს, 14:00 საათიდან და გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე, 20:00 საათამდე.
დამთვალიერებლები გალერეაში დაიშვებიან ეტაპობრივად; დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა.
მისამართი: დ. ჭონქაძის ქუჩა №14, სოლოლაკი, თბილისი.