ამირან გოგოლაძე ოქტაგონზე გამოცდილ ბრაზილიელ მეტოქეს, ჰენდესონ ფერეირას ხვალ დაუპირისპირდება

ამირან გოგოლაძე 9 თვიანი მოლოდინის შემდეგ დიდ ოქტაგონზე ბრუნდება. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა და შედეგი რომელმაც, სპორტსმენის ცხოვრებაში ახალი ისტორია უნდა დაწეროს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე გამოცდილ ბრაზილიელ მეტოქეს, ჰენდესონ ფერეირას, ხვალ 19 ივნისს, დაუპირისპირდება.

გოგოლაძე აბუ-დაბიში, მთავარ მწვრთნელთან სამცხე ჯავახეთის შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტთან მიხეილ მესხთან ერთად იმყოფება.

ქართველი ,,სნაიპერი“ ამ გამარჯვებით, მსოფლიოს ყველაზე დიდი ორგანიზაციებისკენ გაიკვალავს გზას და შეეცდება ქვეყნის ღირსეულად წარდგენას მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

ხვალ საქართველოს დროით 18:00 საათიდან ვგულშემატკივრობთ 13 Legion -ის გამორჩეულ მებრძოლს, ქართველ სნაიპერს ამირან გოგოლაძეს.

ქართველის ორთაბრძოლას, ექსკლუზიურად ნახავთ adjarasport.tv-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები