ირაკლი ჭეიშვილი: საქართველოში როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ პოლიციელებს წვავდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია, რატომღაც დანიის ხელისუფლებისა და ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო
“სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ბრიუსელი დღეს საქართველოსთან მიმართებით აკეთებს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოში როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ წვავდნენ მომიტინგეები პოლიციელებს, ადმინისტრაციულ შენობებს უტევდნენ და არბევდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია, რატომღაც დანიის ხელისუფლებისა და ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა.