ირაკლი ზარქუა – ოპოზიციაზე: იმდენად უსუსურები არიან, იციან რომ 100 კაცზე მეტს ვერ კრებენ და ამიტომ 26 მაისს დაამთხვიეს
“იმდენად უსუსურები არიან, იციან რომ 100 კაცზე მეტს ვერ კრებენ და ამიტომ 26 მაისს დაამთხვიეს,” – ასე აფასებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ალიანსის მიერ დაანონსებულ აქციას.
„ამ რადიკალებში, ზოგიერთი მავანი ცდილობს პროვოკაციები მოახდინოს. კიდევ ერთხელ, ყველას ვაფრთხილებ – საქართველო, როგორც არასდროს ისე არის აქცენტირებული და შესაბამისი სტრუქტურები აღჭურვილია იმ ხელსაწყოებით, იმ მიდგომებითა და კანონმდებლობით, რომ კანონის დარღვევა აღკვეთონ. მივმართავ ახალგაზრდებს – ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.