ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.