გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: 4 ოქტომბრიდან მოყოლებული არ ჰქონიათ ისეთი დიდი აქცია, რომელიც დამფინანსებლებსა და მათ პოლიტიკურ კურატორებს გარკვეულ კმაყოფილებას მოუტანდა

“4 ოქტომბრიდან მოყოლებული არ ჰქონიათ ისეთი დიდი აქცია, რომელიც დამფინანსებლებსა და მათ პოლიტიკურ კურატორებს გარკვეულ კმაყოფილებას მოუტანდა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ  ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის თარიღი 26 მაისი, ოპოზიციას შემთხვევით არ აქვს არჩეული.

„4 ოქტომბრიდან მოყოლებული, არ ჰქონიათ ისეთი დიდი აქცია, რომელიც დამფინანსებლებსა და მათ პოლიტიკურ კურატორებს მოუტანდა გარკვეულ კმაყოფილებას. დიდი ხანია, თავი არ გამოუჩენიათ რაიმე ბოროტებით და 26 მაისი შეარჩიეს სწორედ ამიტომ. შანსი ვერ ექნება გაერთიანებას, რომელსაც თავად აქვს სისხლში გასვრილი ხელები და ცდილობენ, როგორმე თავისი სისხლი თუ წყალი გადმოგესხას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები