შაორის ტბაში 14 წლის ბიჭს ეძებენ

შაორის ტბაში 14 წლის ბიჭს ეძებენ.

მოზარდი ტბაში რამდენიმე საათის წინ გადავარდა.

ამბროლაურის მერის, ზვიად მხეიძის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მათ მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები