საქართველოს საპატრიარქოს იუნკერები და უმცროსი ოფიცრები ესტუმრნენ

საქართველოს საპატრიარქოს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკრები და უმცროსი ოფიცრები ესტუმრნენ.

ახალგაზრდა სტუდენტების გაცნობითი ვიზიტის მიზანი ზოგადი ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება იყო. ისინი შეხვდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს, გაეცნენ სამსახურისა და, ზოგადად, საპატრიარქოს სხვადასხვა განყოფილების მუშაობას, ასევე, დაათვალიერეს საპატრიარქოს ადმინისტრაციული შენობა.

შეხვედრისას საქართველოს ეკლესიის სტრუქტურაზე, საპატრიარქოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობის პრინციპებზე, იუნკერთა სკოლის დანიშნულებასა და მიზანზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაცნობითი შეხვედრები იუნკერთა სკოლის კურსანტებისთვის საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებისა და კულტურულ-რელიგიური დანიშნულების სხვა დაწესებულებებშიც იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები