ომბუდსმენი: 2018 წლის შემდეგ სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა მაჩვენებელი იკლებს, თუმცა, კვლავ საგანგაშოდ მაღალია

“2018 წლის შემდეგ სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა მაჩვენებელი იკლებს, თუმცა, კვლავ საგანგაშოდ მაღალია”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სახალხო დამცველმა 2020 წელს განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმა პოზიტიურად შეაფასა.

„შრომით უფლებებთან დაკავშირებით გვსურს, პოზიტიურად შევაფასოთ 2020 წელს განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმა, განსაკუთრებით, შრომის ინსპექციისთვის შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის სრული მანდატის მინიჭება. ასევე, 2018 წლის შემდგომ სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა მაჩვენებელი იკლებს, თუმცა, კვლავ საგანგაშოდ მაღალია. კერძოდ, 2018 წელს დაფიქსირდა სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 59, 2019 წელს – 45, ხოლო გასულ წელს 39 შემთხვევა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები