მიხეილ სარჯველაძე: “კლანზე” საუბარსა და ზოგად მითითებებს, რომ თითქოს ვინმე ვინმეს ხელს აფარებს, არავითარი საფუძველი და დასაყრდენი არ გააჩნია

„შარლ მიშელის დოკუმენტში არის აღწერილი ის რეფორმები და ღონისძიებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას წინ უნდა უძღოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.

მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.

“კლანზე“ საუბარსა და ზოგად მითითებებს, რომ თითქოს ვინმე ვინმეს ხელს აფარებს, არავითარი საფუძველი და დასაყრდენი არ გააჩნია. შარლ მიშელის დოკუმენტში არის აღწერილი ის რეფორმები და ღონისძიებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას წინ უნდა უძღოდეს. ეს ვალდებულებები არცთუ ისე დიდი ხნის წინ, იგივე ვენეციის კომისიის დასკვნით გათვალისწინებული რეკომენდაციები, მიღებულია და არ მგონია, ამ თვალსაზრისით რაიმე შინაარსობრივ წინააღმდეგობასთან გვქონდეს საქმე. ხოლო თუ ოპონენტები გულისხმობენ იმას, რომ სანამ ყველაფერი არ დასრულდება, მანამდე იყოს განუსაზღვრელად პროცესები შეჩერებული, ეს ლოგიკურად ახსნილი და დასაბუთებული ვერ იქნება, მე არ მგონია ამ კანდიდატურების პარლამენტის ეტაპზე განხილვისას რაიმე წინააღმდეგობა ან შეუთავსებლობა გამოვლინდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები