გოგიტა ხიმშიაშვილი მკლავჭიდში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მკლავჭიდში – ,,ოქროს ლომი” შუახევის მუნიციპალიტეტის სპორტსმენმა, გოგიტა ხიმშიაშვილმა 78 კგ წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტსმენს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ომარ ტაკიძე შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
“4 გზის საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ვიცეჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი, გვჯერა, არაერთხელ ასახელებს ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას”, – განაცხადა ომარ ტაკიძემ.