პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული – ჯო ბაიდენი

President Joe Biden speaks during a news conference after meeting with Russian President Vladimir Putin, Wednesday, June 16, 2021, in Geneva, Switzerland. (AP Photo/Patrick Semansky)

პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული , – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, პუტინთან საუბრისას მან ალექსეი ნავალნის საკითხი წამოწია.

„ჩვენ უნდა შევძლოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია. რაც შეეხება იმ სფეროებს, სადაც უთანხმოება გვაქვს, მინდა, რომ პრეზიდენტ პუტინს ესმოდეს, თუ რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს დღის წესრიგი ამერიკელი ხალხისთვისაა. პრეზიდენტ პუტინს ასევე ვუთხარი, რომ ადამიანის უფლებების თემა ყოველთვის იქნება დღის წესრიგში. ამიტომაც წამოვწიე ალექსეი ნავალნის საკითხი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები